"ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება" - ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი არ აპირებს უკრაინაში, რუსულ "ოპერაციაში" მონაწილეობას

გამოქვეყნდა:

ბელარუსი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს- ეს განცხადება, ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში ბელარუსი სამხედროების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან რუსეთს საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურაც და ჯარისკაცებიც საკმარისზე მეტი ჰყავს.

"ბელარუსი არ აპირებს უკრაინაში მიმდინარე რუსულ ოპერაციაში მონაწილეობას, ამის აუცილებლობა არ არსებობს. რა შეგვიძლია, შევმატოთ რუსულ ჯარს?- არაფერი. რუსეთს ცოცხალი ძალა საკმარისზე მეტი ჰყავს. ვერც სამხედრო ტექნიკას დავამატებთ, იმიტომ, რომ საკმარისი აქვთ, პირიქით, სამხედრო ტექნიკას ჩვენ ვყიდულობთ რუსეთისგან. ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება და არც არავინ გვეპატიჟება. გარკვეულ მონაწილეობას მაინც ვიღებთ და ეს მოსალოდნელ თავდასხმაზე რუსული არმიის გაფრთხილებით შემოიფარგლება. თუ ამას შევწყვეტთ, ეს ღალატი იქნება. ეს ჩვენი საზღვრების გარანტიაცაა. გაფრთხილებდით, რომ გარე ძალები შეეცდებიან ამ ოპერაციაში შეგვიტყუონ. ამის მტკიცებულებაა, ჩვენი ტერიტორიის მიმართულებით გასროლილი რაკეტა, რომელიც რუს სამხედროებთან ერთად გავანეიტრალეთ",- ამბობს ლუკაშენკო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი