"ოცნება" ზურაბიშვილს უჩივის | მოუწევს თუ არა პრეზიდენტს პოსტის იმპიჩმენტით დატოვება

გამოქვეყნდა:

გახდება თუ არა საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც პირველს მოუწევს ქვვეყნის ისტორიაში პოსტის იმპიჩმენტით დატოვება. სალომე ზურაბიშვილსა და ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს შორის არსებული უფსკრული სულ უფრო ღრმავდება.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა ქვეყნის მთავარსარდალს უკონტროლო ვიზიტები არ აპატიეს, ისევე როგორც მმართველი გუნდის კრიტიკა - საქმე ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის. ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრეზიდენტის დასჯის მექანიზმებზე მსჯელობენ, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლოს მთავარი ინსტანცია დაადგენს მთავარსარდლის უკანონო ქმედებას, ესეც "ქართული ოცნებისთვის" დამაზარალებელი იქნება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი