
თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯენ ფსაკი აშშ-ის ოფიციალური პირების მიმართ რუსეთის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნული მათზე გავლენას არ იქონიებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადებაში გამოტოვებული იყო, რომ ჯო ბაიდენი უმცროსია.
"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი უმცროსია, ამიტომ შესაძლოა, მათ სანქციები მამამისს დაუწესეს. მშვიდად განისვენოს.
მეორეს მხრივ, არავის გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს რუსეთში მოგზაურობას,
არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს საბანკო ანგარიშები, რომლებზეც წვდომა არ შეგვეძლება, ასე რომ ჩვენ წინ წავალთ", - თქვა ჯენ ფსაკიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან, პრეზიდენტი ბაიდენი, მისი შვილი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი და CIA-ს უფროსი უილიამ ბარნსი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ რუსეთში შესვლა აეკრძალათ.