
ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ უკრაინაში გასაგზავნად პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები და მედიკამენტები მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვა. დახმარებას რამდენიმე დღეში მეგობარ ქვეყანას გაუგზავნიან. პარტიის ლიდერების თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი სოლიდარობის აქცია და ისინი სხვადასხვა ფორმით გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.
"ნაციონალური მოძრაობის ოფისებში გახსნილია ჰუმანიტარული დახმარების პუნქტები, ეს პირველი პარტია არ არის ... რამდენიმე პარტია უკვე გაიგზავნა, სადაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს ჩვენი დახმარება." - თქვა გიორგი ბოტკოველმა