ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლები საომრად უკრაინაში გაგზავნეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც რუსეთის მე-4 გვარდიის სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში საომრად გაგზავნეს. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. 

სოციალურ ქსელში კადრებიც გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ სამხედრო ტექნიკა ტოვებს ოკუპირებულ ცხინვალს, შემდეგ კი რეგიონს როკის გვირაბის გავლით. 

ინფორმაცია დაადასტურა ცხინვალის რეგიონის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმაც: 

"ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა დაასრულონ ნაცისტები, რომლებიც ატერორებენ თავიანთ ხალხს. ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრს ვესაუბრე. ისინი მიდიან ჩვენი ძმების გამო შურისძიებისთვის! უკრაინაში დაღუპულთა შორის მათი ნათესავები და მეგობრები არიან. ბიჭებო, თქვენ თან წაიღეთ ჩემი გულის ნაწილი! გამძლეობა და მოთმინება თქვენს ოჯახებს ! შინ გამარჯვებული, ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდით!", - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი