უკრაინელი ბავშვი ომის დაწყებიდან თითქმის ყოველ წამს ხდება ლტოლვილი - UNICEF

გამოქვეყნდა:

UNICEF აცხადებს, რომ უკრაინელი ბავშვი ომის დაწყებიდან თითქმის ყოველ წამს ხდება ლტოლვილი. ორგანიზაციის ცნობით, ომის დაწყების შემდე 1,5 მილიონზე მეტი ბავშვი გაიქცა ქვეყნიდან.

"ყოველდღიურად, ბოლო 20 დღის განმავლობაში, უკრაინაში 70 000-ზე მეტი ბავშვი ხდება ლტოლვილი. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წუთში, 55 ბავშვი ტოვებს ქვეყანას", - თქვა ჯეიმს ელდერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ლტოლვილთა ეს კრიზისი სიჩქარისა და მასშტაბის თვალსაზრისით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა.

უკრაინიდან წასულებს შორის, ყოველი 10 ადამიანიდან 9 ქალი, ან ბავშვია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ცნობით, ბოლო 20 დღის განმავლობაში უკრაინა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი