
კონსტიტუციის დაცვა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლაც და სამომავლოდ. არანაირ დასჯაზე საუბარი არ არის, ნუ იგონებთ და ნუ სპეკულირებთ, - თბილისის მერ ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არავინ უჩივის. კალაძემ ჟურნალისტები დატუქსა და საკითხში "გარკვევა" ურჩია:
„თქვენ, სად წაიკითხეთ, უბრალოდ, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს? ეს განცხადება არავის გაუკეთებია. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს უნდა მიმართოს. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა. გარკვეული რომ იყოთ, ამ შეკითხვას არ დასვამდით.
არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში" ამბობს კალაძე.
ქართულმა ოცნებამ გუშინ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და დაწერა:
"...საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს."