30-მდე ქართველი მარიუპოლიდან გამოიყვანეს, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ უკვე დატოვა უკრაინა - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"ცოტა ხნის წინ, 30-მდე ქართველი მარიუპოლიდან გამოიყვანეს...ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ, უკვე დატოვა უკრაინა...შემცირებულია ნაკადი" - ამის შესახებ, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

მისი თქმით,  არის ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეში საქართველოს საკმაოდ ბევრი მოქალაქეა, რომლებსაც ეკონტაქტებიან და აწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ დატოვონ უკრაინა და გადავიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში. 

ახლა მარიუპოლიდან 30-მდე ქართველი გამოიყვანეს და კონტაქტი არის. არ გვაქვს ინფორმაცია გარდაცვლილებზე. გვქონდა ინფორმაცია, რომ  ზაპოროჟიეშია, საკმაოდ ბევრი ჩვენი მოქალაქე და ახლა ვაკვალიანებთ, როგორ უნდა დატოვონ უკრაინა. როგორ გადავიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ, უკვე დატოვა უკრაინა...შემცირებულია ნაკადი, 1000 მდე ოჯახი ჩვენთან კონტაქტით გადავიდა სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე მუშაობს, საკონსულოები... დოკუმენტების პრობლემა ჰქონდა ძალიან ბევრს და ამ პრობლემებსაც ვაგვარებთ." - თქვა გიორგი ვაშაძემ

რაც შეეხება კიევს, ვაშაძის თქმით, დედაქალაქში სრული კომენდანტის საათი მოქმედებს და მოქალაქეები 2 დღის განმავლობაში ქუჩაში ვერ გავლენ.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი