
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ჩავიდეს უკრაინაში ისე, როგორც ამას სხვა ქვეყნების ლიდერები აკეთებენ:
"მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა." წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში ჩასვლისა და უკრაინის მხარდაჭერის ამ ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდა.