"ახლა აქედან აახვიეთ" - ჭიათურაში, "ალტ-ინფოს" ოფისთან აქციაზე დაპირისპირება იყო

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება იყო გუშინ ჭიათურაში, სადაც ძალადობრივი, პრორუსული "ალტ-ინფოს" ოფისთან შეკრებილ აქტივისტებს, პროტესტის გამოხატვის სშუალება არ მისცეს. ადგილზე "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებთან ერთად მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მამა თადეოზ სარალიძეც იყო მისული. სასულიერო პირმა  მანამდე "ალტ-ინფოს" ოფისიც აკურთხა.

"ახალ აქედან აახვიეთ და დაუშვით აქედან" - უთხრა სასულიერო პირმა აქციის მონაწილეებს.

სამოქალაქო აქტივისტები რუსული პროპაგანდის შეწყვეტას და პარტიის ოფისების გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ პროტესტის მონაწილეებს, ტერიტორიაზე გაჩერების უფლება არ მისცეს.

ცნობისთვის, "ალტ ინფოს" ოფისის გახსნას პროტესტი არაერთ რეგიონში მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი