აშშ-მა რუსეთის ელიტის აქტივების მოძიებისა და დაყადაღებისთვის საერთაშორისო ჯგუფი შექმნა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსული ელიტისა და ოლიგარქების აქტივების აღმოსაჩენად და დასაყადაღებლად საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა.

აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, ჯგუფში შედიან ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ევროკომისია. 

სამუშაო ჯგუფის წევრებს ასევე გადაეცათ 50-კაციანი სია, რომლებზეც გამოძიების ფარგლებში ფოკუსირებას მოახდენენ.

"მხოლოდ ბოლო სამი კვირის განმავლობაში აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ უცხოელი პარტნიორებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარა რამდენიმე გემის დაკავებას, რომლებსაც აკონტროლებენ სანქცირებული ფიზიკური პირები და სუბიექტები", - თქვა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ჩამორთმეული გემები ასობით მილიონი დოლარის ღირებულებისაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი