
მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითხოვს. განცხადება მან რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც მაია სანდუმ აღნიშნა, დნესტრისპირეთის კონფლიქტში რუსეთი მნიშვნელოვან უარყოფით როლს თამაშობს.
"რუსეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს დნესტრისპირეთის კონფლიქტში, მისი დაწყებიდან დღემდე ყველაფერში, რაც ხდება. ჩვენ ყოველთვის მოვითხოვდით ჯარების გაყვანას, მოითხოვდით და ახლაც ვითხოვთ. ასევე, საბრძოლო მასალის უტილიზაციას. ჩვენ მშვიდობიანი დარეგულირების მომხრე ვართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვნახოთ დიპლომატიური და პოლიტიკური გადაწყვეტის გზა", - თქვა მაია სანდუმ.
შეგახსენებთ, 16 მარტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად ოფიციალურად გამოაცხადა