აშშ კრემლის მოკავშირე დიქტატორებს ახალ სანქციებს უწესებს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები კრემლის მოკავშირე დიქტატორებზე სანქციების დაწესებას აგრძელებს. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ახალი სანქციები დაუწესეს ბაშარ ასადსა და სირიის უმსხვილეს ბიზნესმენს მოჰამედ ჰამშოს, რომელიც სირიელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს აფინანსებდა.

სირიის ლიდერზე სანქციების დაწესება 2017 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთ ციხეში ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. საერთაშორისო საზოგადოება ბაშარ ასადის რეჟიმს ადამიანთა წამებაში ადანაშაულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი