პატრიარქმა გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის გუშინდელ მოწოდებას გამოეხმაურა. 

მისი განცხადებით, ილია მეორემ გაბედა ეთქვა ის, რისი თქმაც მთავრობამ ვერ შეძლო.

"გუშინ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, გვთხოვა ყველას, მან ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში, აი ამ ტერმინებით, რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში, მან თქვა ის, გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ და მან მოგვიწდოა ყველას, დღეს, 12-დან 13:00 საათამდე ვილოცოთ უკრინაში მშვიდობისთვის", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ლოცვა უკრაინულად წარმოთქვა. მისი თქმით, ახლა ყველაფერი საჭიროა, ლოცვაც და ქმედებაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი