საქართველოს ხელისუფლება კიევში უნდა ჩავიდეს, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ღარიბაშვილი შესაძლოა არ მიიღონ - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე შეაშინეს იმპიჩმენტით და გუშინ CNN-ში ფირფიტა უკვე ამოატრიალა, სულ სხვანაირად აჭიკჭიკდა - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ჩავიდნენ კიევში

"საქართველოს ხელისუფლება კიევში უნდა ჩავიდეს. თუ მათ არ შეუძლიათ, მე გავუკეთებ ყველაფერს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე.
ვეუბნები პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, სრულიად უსაფრთხოდ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ და აუცილებლად ჩაგიყვანთ კიევში, ოღონდ მოინდომეთ. იგივეს მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ღარიბაშვილი შესაძლოა არ მიიღონ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი