გრიგოლ ვაშაძეს ვთხოვე, მიიღოს მონაწილეობა ჩემი საკითხის გადაწყვეტაში დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მისი საკითხის გადაწყვეტაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, გრიგოლ ვაშაძე ჩაერთვება.

"მე ვთხოვე გრიგოლ ვაშაძეს, ჩემს ძველ თანამებრძოლს და ბრწყინვალე დიპლომატს, მიიღოს მონაწილეობა ჩემი საკითხის გადაწყვეტაში დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. 

სახალხო დამცველთან და "ემპათიასთან" ერთად, მანაც შეუწყო ხელი იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, გამოკვლევებისთვის ნამდვილ სამოქალაქო კლინიკაში გადამიყვანეს, სადაც დადასტურდა ყველა კონსილიუმის გამოტანილი დიაგნოზი.

ახლა გიამ ჩემთვის საჭირო მკურნალობის გადაწყვეტის საკითხიც ითავა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მის მიერ ვერ გადაწყდება, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ იმ პირობებშიც კი, როცა გია აღარაა ჩვენს პარტიაში, ადამიანური მიდგომები და წესიერება შეინარჩუნა. უბრალოდ მადლობის დაწერა მსურდა", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი