აქტიურად განვაგრძობთ უსაფრთხოების დაცვას საოკუპაციო ხაზთან - გომელაური

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აქტიურად განაგრძობენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. ამ თემაზე მან პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლის დროს ისაუბრა.

გომელაური გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საზღვრის კვეთასაც და აღნიშნა, რომ სტატისტიკა არ გაზრდილა.

"შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღე ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით 50%-ით ნაკლებია. შსს აქტიურად განაგრძობს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ამ მიზნით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ", - თქვა გომელაურმა.

გომელაურმა გაიმეორა, რომ საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად, ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას.

ცნობისთვის, პარლამენტში ამ დროისთვის დეპუტატები მინისტრს კითხვებით მიმართავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი