სანამ რუსეთი გზებზე და პროექტებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოდან - დეგნანი ჩეჩნეთის გზაზე

გამოქვეყნდა:

..."რაც შეეხება გზას, როგორც მითხრეს, საბჭოთა პერიოდის, 1970-იანი წლების პროექტზეა საუბარი, თუმცა რაც არ უნდა იყოს, სანამ რუსეთი რაიმე გზებზე, პროექტებსა თუ დაპირებებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე უნდა შეასრულონ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანონ ძალები საქართველოდან" - ასე ეხმაურება აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესაძლებლობას.

დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთს არ შეუსრულებია 14 წლის წინ ნაკისრი არც ერთი ვალდებულება და ეს კარგი მაგალითია რუსეთის "გულწრფელობაში" დასარწმუნებლად.

შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს გასვლით სხდომაზე ჩეჩნეთში, პუტინის დავალებით, სხდომის  დღის წესრიგის ერთ ერთი საკითხი, ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა იყო;

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ასეთი გზის მშენებლობა გამორიცხა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი