
მე ვერ წარმომიდგენია რომელიმე ქვეყანაში თუ არსებობს ასეთი მესაზღვრე, რომელიც ეკითხება, თქვენ ოპოზიციიდან ბრძანდებით, თუ პოზიციიდან. და თუ შემოსვლა უნდა მეორე ეტყვის, რომ კი ბატონო ოპოზიციიდან ვარ, თუ ისიც, რომ ოპოზიციონერებს უშვებენ - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვას, საქართველოში, პუტინის ოპოზიციონერების არშემოშვებასთან დაკავშირებით.
გომელაური ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს და საუბარი, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ მითითებებს იძლევა, ტყუილი და არალოგიკურია.
გომელაურმა უპასუხა "დოჟდიდ" ჟურნალისტებს საქართველოში არშემოშვებაზე დასმულ შეკითხვასაც და ეს ფაქტიც რიგით კრიტერიუმებს დაუკავშირა. არგუმენტად კი ის მოიყვანა, რომ ქართველ მესაზღვრეებს ევროკავშირის მოქალაქეებიც არაერთხელ გაუბრუნებიათ საზღვრიდან იმ მიზეზით, რომ ვერ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს
"რაც შეეხება დოჟდის ჟურნალისტს. ატყდა ამბავი და გასაგებია. გადაწყვეტილება მიიღო მესაზღვრემ. იმას თავის სმენის უფროსი ჰყავს, ხელმძღვანელები ჰყავს, შეიძლება ვინმეს დაურეკა, არ დაურეკა, ეს მეორე თემაა. მე მინდა ხაზი გავუსვა, როდესაც რამდენიმე ჟურნალისტი უკვე შემოსული იყო იგივე ტელევიზიის წარმომადგენლები, ეს იყო მეცხრე, მეათე, მეთორმეტე თუ მეცამეტე, ეს ერთი ადამიანი რა პრინციპი იყო, ეს იყო ყველაზე ვარსკვლავი მაგ დოჟდის იმაში, გადაცემაში, ტელევიზიაში და ეს პრინციპულად არ შემოვუშვით და სიტყვაზე, 14 კაცი შემოვუშვით (?!) რაღაცა ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს , მაშინ არავის არ შემოვუშვებდით ხო ეგრეა ლოგიკურად. შემოვიდა 12 თუ 14 , ან 3 და ერთი არ შემოუშვეს.
პრინციპულად, რომ დოჟდის ჟურნალისტებზე იყო აქცენტი, ან დავალება, ლოგიკაშიც არ ჩანს და ვერ დაგეთანხმებით." ამბობს გომელაური პარლამენტში.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთში დამოუკიდებელი ტელეკომპანია დოჟდი დაიხურა, პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს.