
პოლონეთის რკინიგზის დეპარტამენტზე მიტანილი კიბერშეტევის შედეგად, 820 კილომეტრიანი სარკინიგზო ქსელი სრულად პარალიზებულია - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ ჰაკერებმა პროგრამული ვირუსის გამოყენებით, ათობით სარკინიგზო პუნქტზე წვდომა შეძლეს. მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს, რადგან რკინიგზის ამ ხაზს უკრაინა ჰუმანიტარული ტვირთისთვის იყენებს.