მხოლოდ გუშინ, ქალაქის მორგმა რუსი აგრესორებისგან მოკლული 53 ჩვენი მოქალაქის ცხედარი მიიღო. ჩვენ შურს ვიძიებთ თითოეული მათგანისთვის - აცხადებს ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ჩაუსი
ქალაქის მერი კი იმ ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ საუბროს, რომელიც ამჟამად ჩერნიგოვშია.
მისი თქმით, რამდენიმე დღეა არ არის გათბობა, დენი, წყალი, ცოტაა საკვები და წამალი. უკრაინულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ შეუძლებელია სანიტარული პირობების დაცვა, რის გამოც ქალაქს ნაწლავური დაავადებების გავრცელების საფრთხე ემუქრება.
"სანიტარული პირობების დაცვა შეუძლებელია, რადგან ქალაქში წყალი არ არის. ცხელი და ცივი წყალი, რადგან ელექტროენერგია არ არის. განადგურდა თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი. ბოლო დღენახევრის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მტრის დაბომბვის ინტენსივობა ყველა ტიპის იარაღიდან საცხოვრებელ სექტორში“, - დასძინა ატროშენკომ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია უმოწყალოდ დაბომბავს ჩერნიგოვს, 53 მოკლული უკრაინელი ერთ დღეში მორგში გადაიყვანეს.