უსაფრთხოების საბჭო და საბჭოზე უფრო ძლიერი შემადგენლობით პრემიერთან თითქმის 4 დღე - ღამე ვიყავით შეკრებილი - გომელაური

გამოქვეყნდა:

შს მინისტრი, რომელიც იმავდროულად უსაფრთხოების საბჭოს მდივანია, აცხადებს, რომ საბჭო 27 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიკრიბა - "უსაფრთხოების საბჭო და საბჭოზე უფრო ძლიერი შემადგენლობით პრემიერთან თითქმის ოთხი დღე და ღამე ვიყავით შეკრებილი - ყველა მიმართულებით განვიხილავთ, რა საფრთხეები შეიძლება დამუქრებოდა ქვეყანას" - ამბობს გომელაური.
მისი თქმით, შეკრებას პრეზიდენტი არ დასწრებია და იქ მისი წარმომადგენელი იყოფებოდა .

ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 14 მარტს, საკანონმდებლო ორგანოდან საქართველოს მთავრობას. 

ზურაბიშვილის ეს განცხადება "ოცნებაში" არ მოეწონათ და მეორე დღესვე შეახსენეს, რომ ის "პრემიერის სათათბირო ორგანოა" 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი