არესტოვიჩი: დააზიანეთ სარკინიგზო ხაზები, მოგიწოდებთ, მტერს ტოტალური სარკინიგზო ომი გამოუცხადოთ

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ოლექსეი არესტოვიჩი,  ვიდეო მიმართვას ავრცელებს და უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, დააზიანონ ქვეყანაში შემავალი სარკინიგზო მაგისტრალები და ამით სარკინიგზო ომი გამოუცხადონ მტერს. 

არესტოვიჩის თქმით, კრემლის ჯარი სწორედ სარკინიგზო ხაზებს იყენებს სამხედრო ტექნიკის მობილიზაციისთვის.

"მტერი ყირიმის გამოყენებით, მარიუპოლზე ზეწოლას ახდენს. სარკინიგზო ხაზების გამოყენებით აგზავნის სამხედრო ტექნიკას. იგივე სტრატეგია აქვს ხერსონთან მიმართებაშიც. საომარი მოქმედებების დაწყებამდე, პრეზიდენტთან და სამხედრო მეთაურთან ერთად, სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზეც ვიმსჯელეთ, შესაბამისი ქმედითი ნაბიჯებიც გადავდგით, რამაც შედეგები მოგვცა და შესაძლოა სერიოზული საფრთხეც ავიცილეთ. ახლა დღის წესრიგში დგას საკითხი, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მდებარე სარკინიგზო ხაზებს ეხება, თუ იმავეს გავიმეორებთ, ჩვენს ჯარს დიდი დახმარებას გავუწევთ, განსაკუთრებით, ხერსონში, ნიკოლაევში, მარიუპოლში მებრძოლ ჩვენს გმირებს მოგიწოდებთ, ყველას, ვინც სარკინიგზო ხაზებთან ცხოვრობთ, ასევე სარკინიგზო დეპარტამენტის თანამშრომლებს, დააზიანეთ სარკინიგზო ხაზები, მოგიწოდებთ მტერს ტოტალური სარკინიგზო ომი გამოუცხადოთ, რადგან მტერი ამ სტრატეგიას შედარებით ეფექტურად იყენებს. მსგავსი ქმედითი ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა, ბელარუსის სარკინიგზო ხაზებთან მიმართებაშიც, ომის შემდეგ ყველაფერს აღვადგენთ, ძალიან ბევრი ქვეყანა გვიდგას გვერდით". - ამბობს ოლექსეი არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინიციატივა, უკრაინის პრეზიდენტის დეპარტამენტმა მაშინაც გასცა, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე  აქტიურად შედიოდა რუსული ტექნიკა.  სწორედ მაშინ, ადმინისტრაციამ,  მოსახლეობას მისცა უფლება მტრის ტექნიკის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილები გამოეყენებინა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი