ქვეყნის მტრებს, გარეთ და შიგნით, არ უნდა მივცეთ უფლება, ეს საქმე პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ - გახარია

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ არ ისურვა პასუხი გაეცა კითხვაზე, ხედავს თუ არა იგი რუსულ კვალს გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეში - ეს კითხვა პრემიერს დღეს გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს.

გახარიას თქმით, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ აღკვეთა მძიმე დანაშაული და უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. პრემიერი ამბობს, რომ ეს საქმე სამართალდამცავების პასუხისმგებლობაა და ასევე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის მაჩვენებელია. 

უწყებამ უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი, რადგან ქვეყნის მტრებმა არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არავის მივცეთ სპეკულირების შესძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის, - აცხადებს იგი.   

მომდევნო შეკითხვას, რომელიგ გიორგი გაბუნიას საქმეში რუსულ კვალს ეხებოდა, გახარიამ პასუხი აღარ გასცა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი