ისროდნენ თუ არა დამიზნებით, მეორეხარისხოვანია - გახარია 20 ივნისის ღამეზე

გამოქვეყნდა:

20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით ეს ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი - გიორგი გახარია.

პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ რამდენი წელიც უნდა გავიდეს 20 ივნისიდან, ეს დარჩება ქმედებად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად საქართველოს სამართლდამცავმა სისტემამ ქვეყანას დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა აარიდა.

ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შსს-მ და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა არ დაუშვა, ეს იყო მათი მოვალეობა და მათ ეს გააკეთეს, - გიორგი გახარია.

კითხვას, მიეცნენ თუ არა სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები პასუხისგებაში, გიორგი გახარია არ პასუხობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი