"ჩვენ 2008 წელი გადავიტანეთ, მნიშვნელობა არ აქვს მინისტრი ვინ იყო მაშინ, მე ვიყავი, ბატონი ვანო მერაბიშვილი იყო თუ ვინ იყო, გვახსოვს ძალიან კარგად მაშინ ვინ რა პოზიცია დაიკავა, პირობითად ვიძახი, რა მოხდა, ელემენტარულად შეშფოთების გარდა ჩვენ არაფერი დაგვინახავს, თუ არ გავუსვამთ ხაზს მერე ამერიკის მხრიდან დახმარებები და ევროკავშირის მხრიდან დახმარებები ომის შემდგომ და არა ის, რომ გააჩერეთ, თორემ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ"
ამბობს საქართველოს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში, დეპუტატ მიხეილ დაუშვილის კითხვის პასუხად