აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა ბრიფინგზე თქვა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეფასებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის „ომის დამნაშავე“, რადგან რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის სამოქალაქო ტერიტორიებზე თავდასხმას.
"მათ გააძლიერეს დაბომბვა ხალხის ნების გატეხვის მიზნით. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები. პირადად მე ამ შეფასებას ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განზრახ დამიზნება ომის დანაშაულია. ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე მიმდინარე ნგრევის ფონზე, მიჭირს სხვაგვარი დასკვნის გაკეთება, რუსული არმიის ქცევის შესახებ. მოსკოვის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, - განაცხადა მან.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტები უკრაინაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების დოკუმენტირებისა და შეფასების პროცესში არიან.