"რუსეთს თავისი 14 ათასზე მეტი დაღუპული ჯარისკაცის გადასვენების მოთხოვნით, დღემდე არ მოუმართავს" | ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

"რუსეთს დღემდე არ მოუმართავს თავისი დაღუპული ჯარისკაცების გადასვენების მოთხოვნით. მათმა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა" - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი საუბრობს. 

ამბობს, რომ დღეს გახსნილი 10 ჰუმანიტარული დერეფნიდან მხოლოდ 8-მ იმუშავა, ადამიანები ცხელი წერტილებიდან ფეხით გამოსვლას ცდილობენ და ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში გახსნილ ჰუმანიტარულ მარშუტს ცეცხლი გაუხსნეს.

დღეს უკრაინის პრემიერმინისტრსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრაზე განვიხილეთ ოკუპანტების დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შეგროვებისა და მათი იდენტიფიკაციის საკითხი

წითელ ჯვარს მოვახსენეთ, რომ რუსეთს დღემდე არ მოუმართავს თავისი დაღუპული ჯარისკაცების გადასვენების მოთხოვნით. ჯარისკაცების რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა. 

წითელი ჯვრის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, პატივი სცენ დაღუპულ ჯარისკაცებს და მათ გადასვენებაზე მოლაპარაკებები დაიწყონ, - ამბობს ვერეშჩუკი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი