უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების პოლკოვნიკი მოკლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია Kostroma-ც იუწყება.

სუხარევთან ერთად, რუსეთის სახელმწიფო მედია კიდევ 4 საჰაერო-სადესანტო ჯარისკაცის დაღუპვაზე წერს. ესენი არიან: კაპიტანი ალექსეი ნიკიტინი, კაპრალი იური დეგტიარევი, ​​სერჟანტი ალექსანდრე ლიმონოვი და სერჟანტ სერგეი ლებედევი.

Украинская правда-ს ცნობით, 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი სერგეი სუხარევის მეთაურობით მონაწილეობდა როგორც ჩეჩნეთის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

აღსანიშნავია, რომ საჰაერო-სადესანტო ჯარები რუსეთის შეიარაღებული ძალების "ელიტარულ" ქვედანაყოფად ითვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი