სომხეთსა და უკრაინაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება

გამოქვეყნდა:

სომხეთში კორონა ვირუსის ეპიდემია სწრაფით ტემპით იზრდება. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 550-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ცხრა პაციენტი კი გარდაიცვალა.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშიანიანმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებისას მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ასევე უკრაინაშიც, სადაც მთლიანობაში კორონა ვირუსის 33 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 950-მდე ადამიანი კი გარდაცვლილია. ეპიდემიის გავრცელების, შეჩერებისა და პრევენციის მიზნით მთავრობამ ქვეყანაში კარანტინი 31 ივლისამდე გააგრძელა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი