ხმაური გორში | ალტ-ინფოს ოფისთან სამოქალაქო აქტივისტს რადიკალური დაჯგუფების წევრები დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

გორში, ალტ-ინფოს ოფისთან მისულ სამოქალაქო აქტივისტს რადიკალური დაჯგუფების წევრები დაუპირისპირდნენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტივისტი მაია სიჭინავა დაინტერესდა, ვინ მიაქირავა რადიკალურ დაჯგუფებას ფართი, სადაც მათ ოფისი აქვთ გახსნილი.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. მათ რადიკალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ტერიტორიას განარიდეს, რადგან ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც აქტივისტს, ასევე იქ მყოფ ჟურნალისტებს.

მაიას სიჭინავა ამბობს, რომ სირცხვილია, იმ ქალაქში, რომელსაც ვლადიმერ პუტინი 2008 წელს ბომბავდა, ალტ-ინფოს ოფისი იყოს გახსნილი.

"ნუ აჰყვებით ამათ პროპაგანდას, ესენი დგანან ბნელ გზაზე. გორელებს მივმართავ, სირცხვილია დღეს, გორის ცენტრში, ამ პუტინისტების ოფისი იყოს გახსნილი და ეწეოდნენ რუსულ პროპაგანდას, როდესაც 5-ტონიანი ბომბი აქვე, ორ ნაბიჯში ჩამოაგდეს", - თქვა მაია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გორში ალტ-ინფოს ოფისი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეორე დღეს გაიხსნა, რაც ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს. ოფისს პროტესტის ნიშნად წითელი საღებავიც შეასხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი