რუსებმა უკრაინაში უკვე 109 ბავშვი მოკლეს - დაჭრილია 130-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 18 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჯამში ეს ციფრები ასე გამოიყურება: კიევში - 55, ხარკოვში - 34, დონეცკში - 26, ჩერნიგოვში - 29, მიკოლაივში - 20, ჟიტომირში - 15, სუმიში - 14 და ხერსონში - 14 ბავშვი დაშავდა, ან დაიღუპა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, აქედან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე დიდი ზარალია დონეცკში, სადაც 126 ასეთი დაწესებულება განადგურდა, ხარკოვში - 77, მიკოლაევში - 39, სუმიში - 32, კიევში - 41. ხერსონის რეგიონები - 21 და კიევი - 35.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი