
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ნაციონალური მოძრაობის ინიცირებულ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა, რეზოლუციის თანახმად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სოლიდარობას უცხადებდნენ მეგობარ უკრაინელ ხალხს.
ამ თემაზე დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა უკრაინასთან მიმართებით. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი გუნდი რეზოლუციის არმიღების მიზეზად უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის არარსებობას ასახელებს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე