მოვუწოდებთ საქართველოდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ. ველით, რომ იგივე მოთხოვნას დააყენებს საქართველოს ხელისუფლებაც - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ქართველ ხალხს და საქართველოს ოპოზიციას არ სურს ომი და საერთაშორისო სამართლის  დაცვას მოითხოვს - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში:

"ქართველ ხალხს და მათ შორის საქართველოს ოპოზიციას არ სურს ომი. ამავე დროს, მოვითხოვთ საერთაშორისო სამართლის განუხრელ დაცვას. მოვუწოდებთ 1999 წლის სტამბოლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ. 
ჩვენ ველით, რომ იგივე მოთხოვნას არაორაზროვნად დააყენებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც. ამის შემდეგ, დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას დავიწყებთ." წერს მესამე პრეზიდენტი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი