საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, საბჭოთა წარმოების IL-76 მა ​ გადაკვეთა.

რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვიდან რამდენიმე საათის წინ აფრინდა, შემდეგ კი საქართველოს გავლით სომხეთში, ერევნის აეროპორტში დაჯდა.

​რა დანიშნულებით ჩაფრინდა კრემლის თვითმფრინავი ერევანში და რატომ გადაკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, ამასთან დაკავშირებით დეტალები გასაიდუმლოებულია.

ასევე, უცნობია, გასცა თუ არა ნებართვა საქართველოს ხელისუფლებამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი