ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის განცხადებით, ბრალდებულის სახით დაკავებულა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე.
"გამოიკითხნენ ჟურნალისტი და ოპერატორები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ვიდეოჩანაწერები, დაინიშნა ექსპერტიზები. მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე", - განაცხადა კოკა კაციტაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მისივე თქმით, შესაძლოა საქმეზე კვალიფიკაცია უფრო დამძიმდეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
ფორმულას ჟურნალისტებს თავს თბილისში, 17 მარტს, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში, ინტერვიუს ჩაწერის დროს დაესხნენ.
კაციტაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზეც.
იხილეთ ასევე: