
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ბორის ჯონსონის ინფორმაციით, უკრაინას დაეხმარებიან თავდაცვით სისტემებით:
"მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შევაქე უკრაინელი ხალხის მიერ გამოჩენილი მტკიცე წინააღმდეგობა აგრესიის პირისპირ.
დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით - ჩვენ გამოგიგზავნით შემდგომ თავდაცვით დახმარებას და მათ აქვთ სრული მხარდაჭერა მოლაპარაკებებში." ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში.