რუსული ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში და "ოცნების" გეგმები | ამერიკელი ექსპერტების გაფრთხილება საქართველოს

გამოქვეყნდა:

რუსული ბიზნესის მზარდ რეგისტრაციას, ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინაში, რუსული ჯარის გაყვანას და "ოცნების" საპასუხო გეგმებს ვაშინგტონში, ანალიტიკურ და აკადემიურ წრეები განიხილავენ.

ამერიკიდან ისმის გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობამ, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების ნებისმიერი სცენარისთვის უნდა მოამზადოს ქვეყანა. "ქართულმა ოცნებამ" ვაშინგტონიდან გაფრთხილებაც მიიღო, რომ რუსი ბიზნესმენების მიერ, საქართველოს შესაძლო გამოყენება თავიანთი საქმიანობისთვის სანქციების გარეშე არ დარჩება.

"თუ საქართველო გადაიქცევა რუსული ბიზნესის უკანა ეზოდ და თუკი ამის გამო საქართველო აღმოჩნდება სანქციების ქვეშ, ეს არავის წაადგება" - ამბობს "ჰერითიჯის ფონდის" ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წამყვანი მკვლევარი ჯეიმს კარაფანო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი