იახტის შემდეგ, იტალიამ რუს ოლიგარქს 115 მილიონი დოლარის ღირებულების ვილა ჩამოართვა

გამოქვეყნდა:

იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ალექსეი მორდაშოვს ვილა წაართვა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 115 მილიონი დოლარია, - ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის ოფისმა გაავრცელა. 

გამოცემის ცნობით, ეს არის შენობების კომპლექსი, რომელიც მდებარეობს კუნძულ სარდინიაზე. 4 მარტს იტალიის პოლიციამ მორდაშოვის 70 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 65-მეტრიანი იახტა „ლედი M“ ჩამოართვა.

ალექსეი მორდაშოვი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია რუსეთში. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 2022 წლის მარტის მონაცემებით, მისი ქონება 21 მილიარდ დოლარზე მეტია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი