"დათომ გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე, სიკვდილისას რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა" - უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველ სამხედროებს იხსენებს

გამოქვეყნდა:

უკრაინელი ჟურნალისტი ირპენში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებთან: გია ბერიაშვილთან და დათო რატიანთან ერთად ომში გატარებულ დღეებს იხსენებს და მათ გმირობისთვის მადლობას უხდის.

ალექსეი ბობროვნიკოვი ფრონტის ხაზზე სწორედ ქართველ მოხალისეებთან ერთად იყო. ის ამბობს, რომ დავით რატიანმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა. ჟურნალისტი ემოციურ პოსტსა და ფოტოებს საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს.

"ბერო უკვე გარდაცვლილი ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ გამოვიყვანეთ, ის სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა. დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა, ზუსტად მან გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. დათომ სიკვდილისას რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა. ის მებრძოლი იყო. დათო ცხოვრობდა როგორც გმირი და დაიღუპა, როგორც გმირი. ფეხში დაჭრილ ფრანგ სამხედროს შეკრების წერტილთან მისვლაში ეხმარებოდა. ნაღმის აფეთქებისას ადგილზე გარდაიცვალა. ჭურვმა, რომელმაც ის მოკლა, იმსხვერპლა მებრძოლიც, რომელიც მას მოჰყავდა და ამაცილა მე. ნაღმების წვიმა, როდესაც ამ საშინელ ღამით დაღუპულების გამოყვანას ვცდილობდით, ჩვენი, ყველას მოკვლას ცდილობდა, თუმცა ბედმა დათო ამ სროლამდე წაიყვანა. დათო რატიანის სათვალის საკიდმა იმ ღამით გადამარჩინა, სქელმა შავმა საკიდმა. ჩვენ ქართველებმა და უკრაინელებმა ისინი ტყიდან გამოვიყვანეთ", - წერს უკრაინელი სამხედრო. 

შეგახსენებთ, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი - ორი ქართველი მებრძოლი უკრაინისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.  შეტაკება მთელი ღამის განმავლობაში კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც რუსმა ქვეითებმა დაცვის ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს, საოკუპაციო არმიამ მასირებული დაბომბვა დაიწყო. სამი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე სწორედ ამ დაბომბვაში მოყვნენ. ერთი ქართველი და ფრანგი მებრძოლი დაჭრილები არიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი