თუ უკრაინა დაეცემა, ხვალ არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნების, არამედ საქართველოს ჯერიც დადგება - რადას დეპუტატი

გამოქვეყნდა:

"მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ჯეროვნად ვერ აფასებს უკრაინელებისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით დგომის მნიშვნელობას", - ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი, ივანა კლიმპუშ-ცინცაძე.

მისი თქმით, სიფრთხილე გასაგებია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ უკრაინა დაეცემა, ხვალ არ მხოლოდ ბალტიის ქვეყნების, არამედ "საქართველოს ჯერიც დადგება".

დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმბოლური ნაბიჯი იქნება, თუ "ქართული ოცნება" ვოლოდიმირ ზელენსკის ამის საშუალებას მისცემს.

"ვფიქრობ საქართველოს მთავრობა იჩენს გასაგებ სიფრთხილეს, რადგან ეს ქვეყანა იმყოფება საფრთხის წინაშე. რუსეთს მხრიდან საქართველომ რამდენჯერმე განიცადა აგრესია. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ჯეროვნად ვერ აფასებს უკრაინელებისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით დგომის მნიშვნელობას. თუ უკრაინა დაეცა დღეს, ხვალ არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნების, არამედ საქართველოს ჯერიც დადგება. ამიტომ, ვთვლით, რომ უფრო ჭკვიანური იქნება ამ კონკრეტულ მომენტში აქტიურობის გამოჩენა. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პოზიციას გაეროში, ეუთოსა და ევროსაბჭოში, ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ საქართველო სანქციებსაც შეერთებოდა და ისეთი სიმბოლური ნაბიჯიც გადაედგა, როგორიცაა პრეზიდენტ ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის საშუალების მიცემა", - თქვა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი