რადიკალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც ზუგდიდში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზუგდიდის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოძალადეებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა ორი დღის წინ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიაყენეს. ემა გოგოხიას და ზვიად აბლოთიას სხეულის დაზიანებები აქვთ. დამტვრეულია კამერაც. მომხდარიდან 2 დღე გავიდა, თუმცა საგამოძიებო უწყებებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ ამოუღიათ.
იურისტები ამბობენ, რომ სახეზეა ხელისუფლების მიერ წახალისებული და წაქეზებული ძალადობა. ისინი 5 ივლისის მოვლენებს იხსენებენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა დასკვნა, რომ არ შეიძლება, მსგავსი ქმედებები წაახალისო.
ცნობისთვის, ზუგდიდში ფიზიკურად გაუსწორდნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს. მომხდარზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო, დაკავებული იყო 4 პირი.
იხილეთ ასევე: