"მთავარის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ​​დანაშაულებზე არასათანადო რეაგირებით - კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის"

გამოქვეყნდა:

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ზუგდიდში, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე არასათანადო რეაგირებით.

"კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მედიისთვის შექმნილი მტრული გარემოს შედეგია და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ზუგდიდში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს. ემა გოგოხიასა და ოპერატორს თავს "ალტ-ინფოს" ოფისთან დაესხნენ.

მომხდარზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო, დაკავებულია 4 პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი