გაეროს გენმდივანი რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიოში მასობრივ შიმშილს პროგნოზირებს

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და სურსათის კრიზისის რისკების შესახებ გააფრთხილა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომმა მიწოდების ჯაჭვები უკვე შეაფერხა.

"უკრაინის ომმა უკვე შეაფერხა მიწოდების ჯაჭვები და იწევს საწვავის, საკვებისა და ტრანსპორტის ფასებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიმშილის ქარიშხალი და გლობალური კვების სისტემის დანგრევა", - წერს გუტერეში

Unian-ის ცნობით, ევროკავშირმა ასევე გააფრთხილა მსოფლიო სასურსათო კრიზისის შესახებ, რადგანაც რუსეთი და უკრაინა აგროინდუსტრიული სექტორის მთავარი ექსპორტიორები არიან. საუბარია მარცვლეულზე, ენერგიაზე, სასუქებზე, ლითონებზე და სხვაზე ფასების შესაძლო ზრდაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი დარტყმა მიადგება იმ ქვეყნების ეკონომიკას, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი უკრაინისა და რუსეთის იმპორტზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი