უკრაინის სამხედრო ძალების 24 დღიანი წინააღმდეგობა ხმელეთზეც და ცაშიც, უკვე გახდა რუსული არმიის უძლეველობის მითის დასამარების საფუძველი. ეს წარმატება კი ხშირად ბაირაქტარის სახელს უკავშირდება.
ეს არის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინამ თურქეთიდან მიიღო და რომლის დახმარებით, მტრის შეიარაღების გრძელი კოლონები, ახლა უბრალოდ დამწვარ ჯართად იქცა; უკრაინის შეიარაღებას, ყოველ დღიურად ემატება ახალი ტექნიკა და ომში მყოფი ქვეყანა ახლა ჯაველინების, სტინგერების და ე.წ. კამიკაძე დრონების მოლოდინშია.
ავტორი: გუგა მაისურაძე