კადიროვმა შემთხვევით "აკრძალული" სიტყვა გამოიყენა და "ომი" ახსენა | პუტინის ხელქვეითმა "შეცდომა" მყისიერად გაასწორა 

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხში ინფორმაციის გავრცელების დროს დაუფიქრებლად დაწერა, რომ უკრაინაში ომია. 

Unian-ის ცნობით, კადიროვი მოგვიანებით მიხვდა, რომ გამოიყენა "აკრძალული სიტყვა", რადგან რუსულმა პროპაგანდამ უკრაინის ომს "სპეციალური ოპერაცია" უწოდა.

მას შემდეგ, რაც პუტინის ხელქვეითმა "შეცდომა" დაუშვა, თავისი პუბლიკაცია "გაასწორა", თუმცა კადიროვის წამოცდენა არ გამორჩენიათ. მისი ტექსტის პირვანდელი ვარიანტი ტელეგრამის არხმა "კათარზისმა" გამოაქვეყნა. 

კერძოდ, პუტინის ქვეითმა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი კადიროველების სამედიცინო დახმარებაზე ისაუბრა. ვინაიდან კოლოსალური დანაკარგების დამალვა აღარ გამოუვიდა, მან თავი ასე იმართლა: "ომი მსხვერპლის გარეშე არ ხდება", - წერდა კადიროვი.

რედაქტირების შემდეგ ტექსტის ეს ფრაგმენტი ასე გამოიყურება: "ბრძოლა მსხვერპლის გარეშე არ ხდება".

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის ყველა "კადიროველი" გაანადგურეს, რომლებიც რუსეთის მხარდასაჭერად მივიდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ "უკრაინა 24-ის" ეთერში უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა, ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა. "კადიროველები“ ჩეჩნეთში 13 მარტს დაბრუნდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი