კახი კალაძისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. დედაქალაქის მერს არ გაუსაჯაროვებია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს რომ მისმა გიგი უგულავამ 50 მილიონის გაფლანგვა აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო.
არადა დღეს დილით კალაძე ამტკიცებდა, რომ უგულავა კრიმინალია და მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი.
უზენაესი სასამართლო თაროდან ჩამოღებულ საქმეზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე, 10 თებერვალს გამოაცხადებს. მოსამართლეთა კოლეგიამ, შალვა თადუმაძისა და მერაბ გაბინაშვილის შემადგენლობით, უნდა გადაწყვიტოს ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას დატოვებს ძალაში, თუ დააკმაყოფილებს პროკურატურის საკასაციო საჩივარს და უგულავას დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის სასჯელს მიუსჯის. მუხლი 7 -დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიგი უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. 1 წელი და 7თვე პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლომ მას უფლებამოსილების გადამეტებისთვის მიუსაჯა.
უზენაესი სასამართლოს მიერ იმ საქმის წარმოებაში მიღება, რომელიც წლების წინ დასრულდა
და უგულავას სასჯელიც კი მოხდილი აქვს, ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული ოცნება ოპონენტების დაშინებას 2020 წლის არჩევნებისთვის მათ განეიტრალებას ცდილობს. უგულავას დაკავებას არც მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია გამორიცხავს.
ოპონენტების განცხადებები კი ხელისუფლებისთვის აბსურდულია. კახა კალაძის მსგავსად, უგულავა კრიმინალად დღეს მამუკა მდინარაძემაც მოიხსენია და თქვა რომ დედაქალაქის ყოფილ მერი დანაშაული გამო ციხეში კიდევ ერთხელ უნდა წავიდეს.