მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა | უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსული ელიტა პუტინის თავიდან მოშორების გეგმაზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა - რუსეთის ელიტა პუტინის თავიდან მოშორების გეგმებს განიხილავს. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტაში გავლენიანი ფიგურების ჯგუფი იქმნება, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მალე ჩამოაგდონ პუტინი და უკრაინის ომის გამო დასავლეთთან შეწყვეტილი ეკონომიკური კავშირები აღადგინონ. 

უკრაინის თავდაცვის ცნობით, რუსული პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი პუტინის მემკვიდრედ FSB-ის დირექტორს, ალექსანდრე ბორტნიკოვს მიიჩნევს, რომლის მიმართაც ბოლო დროს რუსი დიქტატორის კეთილგანწყობა დაეცა. ამის ოფიციალური მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ ომში საბედისწერო არასწორი გათვლებია, ვინაიდან, ბორტნიკოვი და მისი დეპარტამენტი პასუხისმგებელნი იყვნენ უკრაინის მოსახლეობის განწყობისა და უკრაინის არმიის შესაძლებლობების ანალიზზე.

მათივე ინფორმაციით, ბორტნიკოვი და რუსული ელიტის კიდევ რამდენიმე გავლენიანი წარმომადგენელი პუტინის ხელისუფლებიდან გაძევების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. მათ შორის: მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა ან სხვა „უბედური შემთხვევა“.

უკრაინის თავდაცვა წერს, რომ ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს. მათივე შეფასებით, ეს შეიძლება იყოს უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის წინასწარ დამყარების მცდელობაც, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გვერდის ავლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი