უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის ცხედრებს რამდენიმე საათში პოლონეთში გადაასვენებენ. სწორედ პოლონეთიდან მოხდება დაღუპული გმირების სამშობლოში ჩამოსვენება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
საომარი მოქმედებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ქალაქ მარიუპლოიდან კიდევ ერთი მოკლული სამხედროს, ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება.
დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ოკუპანტებთან ბრძოლისას ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ, რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, ის რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ დაბომბვას ქალაქ მარიუპოლში ემსხვერპლა.
ქართველი სამხედროები, რომლებიც რუსების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე ამ წუთებშიც იბრძვიან, ამბობენ, რომ მათი თანამებრძოლების გარდაცვალება უშედეგოდ არ ჩაივლის და კიევი თავისუფლებისთვის ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს.