პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში არასრულწლოვანთა ჩასართავად ემზადება - დაზვერვა 

გამოქვეყნდა:

ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, საოკუპაციო არმიის რიგების შესავსებად კრემლის ხელმძღვანელობა არასრულწლოვანთა საომარ მოქმედებებში ჩართვას განიხილავს - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაში. 

მათი ცნობით, ბრძანებას "სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა "იუნარმიას" წევრების უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციაში" ჩართვის შესახებ, ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.

"ბრძანება ეხება საოკუპაციო არმიაში საომარ მოქმედებებში მონაწილე 17-18 წლის პოტენციური რეზერვის შესახებ ანგარიშების მომზადებას. რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ რაც შეიძლება მალე უნდა წარმოადგინოს წინადადებები ამ პერსონალის მომზადების შესახებ. ბრძანების აღსრულების მონიტორინგი რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი, გენადი ჟიდკო ევალება", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. 

უწყების ინფორმაციით, "Юнармія" არის რუსული ბავშვთა და ახალგაზრდული სამხედრო ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. გამოირჩეოდა რადიკალური პროპაგანდისტული მუშაობით რუს ახალგაზრდებში. ორგანიზაციის წევრები ხდებიან 8 წლიდან ბავშვები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი